Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სტოლტენბერგი: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რუსების კონტროლი ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და საფრთხეს უქმნის უკრაინის მოსახლეობას, მეზობელ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე რუსების კონტროლი ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და საფრთხეს უქმნის უკრაინის მოსახლეობას, მეზობელ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას

95
უსათაურო დიზაინი (1)

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემოწმება „გადაუდებელია“.

იენს სტოლტენბერგი ბირთვული საფრთხეების გაზრდილ რისკზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტერიტორიის რუსი სამხედროების მიერდაკავება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მის მეზობელ სახელმწიფოებსაც.

„გადაუდებელია, რომ გაეროს ატომური კონტროლის ორგანიზაციას მიეცეს უფლება, შეამოწმოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში, რომელიც რუსეთის სამხედრო კონტროლს ექვემდებარება.

რუსეთის მიერ ელექტროსადგურის ხელში ჩაგდება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტის უსაფრთხოებასა და ზრდის ბირთვული ავარიის ან ინციდენტის რისკს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტირების პარალელურად, საჭიროა რუსული ძალის სრულად გაყვანის უზრუნველყოფა.

ობიექტზე რუსული სამხედრო კონტროლი საფრთხეს უქმნის უკრაინის მოსახლეობას, მეზობელ ქვეყნებს და საერთაშორისო თანამეგობრობას.

რუსული ჯარები ახლა იყენებენ ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიწას, როგორც პლატფორმას, რათა განახორციელონ საარტილერიო თავდასხმები უკრაინულ ძალებზე და ეს უგუნურია. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

„ეს არის ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, არ ვაპატიებთ“ – რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში