LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, არ ვაპატიებთ“ – რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

299
უსათაურო დიზაინი

გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე საჰაერო იერიში მიიტანეს. 

რუსებმა ცეცხლი გახსნეს ქალაქის სალტოვსკის რაიონში, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ კორპუსს.

თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი და წერს, რომ შურს იძიებენ:

სარაკეტო დარტყმა… საერთო საცხოვრებელზე… შენობა მთლიანად განადგურებულია. დაღუპულებისა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა დგინდება.

ეს არის მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და რომელიც აჩვენებს აგრესორის უძლურებას. არ ვაპატიებთ, შურს ვიძიებთ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

განახლებული მონაცემებით, რუსების თავდასხმის შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 18 ადამიანი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები