LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურული ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საქართველოში საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები იმყოფებიან

70
Untitled design

საქართველოს კულტურული ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-ტური გაიმართა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ჟურნალისტები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, კორეიდან და ეგვიპტიდან ეწვივნენ.

„საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოში „მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს“ დაესწრებიან, რომელიც 17-21 აგვისტოს სვანეთში გაიმართება. ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალები კი სხვადასხვა საერთაშორისო მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნდება.

სვანეთში გამგზავრებამდე უცხოელმა ჟურნალისტებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ისტორიულ არქიტექტურას, დააგემოვნეს ქართული კერძები.

თბილისის დათვალიერების შემდეგ პრეს-ტურის მონაწილეები იმერეთში გაემგზავრებიან, სადაც სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს მოინახულებენ.

ტურის დასრულების შემდეგ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და მესტიის ფილმების ფესტივალის შესახებ სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ათობით მილიონი მკითხველი გაეცნობა საფრანგეთში, თურქეთში, ინდოეთში, კორეასა და ეგვიპტეში“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები