LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანტონიო გუტიერეში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება​

60
ანტონიო გუტიერეში

18 აგვისტოს, ლვოვში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

„გენერალური მდივანი ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით, ლვოვში ჩავა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობისთვის, რომელშიც ასევე მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა.

ანტონიო გუტიერეში პარასკევს საპორტო ქალაქ ოდესას ეწვევა, შემდეგ კი სტამბოლში გაემგზავრება, სადაც ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრს მოინახულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები