LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრორუსი სეპარატისტების მიერ დატყვევებულ შვედ, ხორვატ და ბრიტანელ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

237
სიკვდილით დასჯა

პრორუსი სეპარატისტების მიერ დატყვევებულ შვედ, ხორვატ და ბრიტანელ მებრძოლებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრიტანელ ჯონ ჰარდინგს, ხორვატ ვიეკოსლავ პრებეგს და შვედ მატიას გუსტაფსონს ბრალად ანაზღაურების სანაცვლოდ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობა დასდეს. ანალოგიური „ბრალდება“ წარდგენილი აქვს კიდევ ორ ბრიტანელს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

რუსული სააგენტოების ცნობით, ე.წ. სასამართლო პროცესი ოქტომბერში უნდა განახლდეს.

ხორვატიის საგარეო უწყებაში უკვე განაცხადეს, რომ მათი მოქალაქის მისამართით ბრალდებას უკანონოდ მიიჩნევენ, რადგან ის ომის ტყვეების მისამართით მოქმედ საერთაშორისო ნორმებს არ შეესაბამება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები