LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომიკლავს, გამიძარცვავს, გამინადგურებია.. სისხლის წვეთები და ეშვები მაკლია“ – ლევან ხაბეიშვილი თბილისში ოპოზიციის საწინააღმდეგო ახალი პლაკატების გამოჩენას ეხმაურება

164
Capture

ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისში ოპოზიციის საწინააღმდეგო ახალი პლაკატების გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მომიკლავს, გამიძარცვავს, გამინადგურებია. დრამატურგიულად ცოტა სუსტია …. სისხლის წვეთები და ეშვები მაკლია… სრულიად დედაქალაქი გადააჭრელეს, რომ ხაბეიშვილი მკვლელიაო.  ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა ამბავია.

ივანიშვილი ყოფს, ხლეჩს და მას არ შეუძლია ქვეყნის გაერთიანება. ასეთი აბსურდებით და ბოდვებით ცდილობს ადამიანებზე ზემოქმედებას.

ჩვენ სამშობლოს სჭირდება ერთობა და რეალური საქმე”, – წერს ხაბეიშვილი ფეისბუქში.

ცნობისთვის, თბილისში ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა წარწერით” “უკვე მოკლეს, უკვე გაძარცვეს, უკვე გაანადგურეს”. ფოტოებზე გამოსახულები არიან: დავით კეზერაშვილი, დიმიტრი შაშკინი, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ბაჩო ახალაია და აქტივისტი ლაშა ფარულავა.

პლაკატები, ავლაბრისა და სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ გააკრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები