LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საღებავით, ფუნჯით თუ იარაღით, ჩვენ მოვიგებთ ომს!” – რუსებისგან განადგურებულ ირპენში გადამწვარი მანქანები მოხატეს

322
Untitled design (4)

„ყვავილები მომავლის იმედს აჩენს და ყველას მატებს რწმენას, რომ უკრაინა არ შეიძლება განადგურდეს.. ჩვენ მოვიგებთ ომს და ჩვენ შევძლებთ დავამარცხოთ მტერი, იქნება ეს საღებავით, ფუნჯით თუ იარაღით“, – ამ იდეით ამერიკელი და უკრაინელი მხატვრები გაერთიანდნენ და ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქის – ირპენის მოხატვა დაიწყეს.

არტისტები ქალაქში ძირითადად რუსებისგან დაცხრილულ და დამწვარ ავტომობილებს ხატავენ – მთავარი ნახატი მზესუმზირაა, ქვეყნის ეროვნულ სიმბოლოდ ქცეული ყვავილი.

ქალაქის მცხოვრებლები იდეას სხვადასხვაგვარად შეხვდა – ზოგი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა „ომის ნანგრევებად“ დამწვარი მანქანების გაფორმება.

ავტომობილის ერთ-ერთმა მფლობელმა წყვილმა კი მხატვრებს მადლობა გადაუხადეს მისი გალამაზებისთვის.

 

 

პროექტში მონაწილე უკრაინელმა მხატვარმა ოლენა იანკომ განაცხადა, რომ არტისტები პატივს სცემდნენ ადგილობრივების შეშფოთებას, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ასეთი პროექტები მიზანშეწონილი ჯერ არ არის, რადგან შესაძლოა მანქანებში გარდაცვლილი ადამიანებიც არიან, თუმცა მხატვრების თქმით, მათ სურთ, ყველას აჩვენონ, რომ ცხოვრება გრძელდება:

„დიახ, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი არ ესმოდათ. ჰგონიათ, რომ დაღუპულთა საფლავებზე დავდივართ.. მაგრამ ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ცხოვრება გაგრძელდება. ჩვენ მოვიგებთ ომს და შეგვიძლია დავამარცხოთ მტერი, იქნება ეს საღებავით, ფუნჯით თუ იარაღით“.

მხატვრები ომის შედეგად განადგურებული ავტომობილების მოხატვას სხვა ქალაქებშიც აპირებენ.

ისინი გეგმავენ ნამუშევრების ციფრული ვერსიების გაყიდვას, უკრაინელი მხატვრებისთვის ფულის შესაგროვებლად და საქველმოქმედო მიზნებისათვის.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი ურკაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები