LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

109
112-sascrafo-daxmareba

მესტიის საავადმყოფოს ქირურგმა, ავთანდილ გვალიამ განაცხადა, რომ მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ექიმის ინფორმაციით, ისინი კლინიკაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

„ქალბატონს ტერფი ჰქონდა მოტეხილი და თაბაშირის ნახვევი დავადეთ, ნორმალურად არის, რენტგენი გადავუღეთ, გულ-მკერდის დაჟეჟილობა აქვს. რაც შეეხება მამაკაცს, რამდენიმე ნეკნი აქვს მოტეხილი, თუმცა ორივე სტაბილურად არის, ოპერაციას, სერიოზულ ჩარევას არ საჭიროებენ“, – განაცხადა ავთანდილ გვალიამ.

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს.

რაც შეეხება დანარჩენ 2 ტურისტს, ისინი ვერტმფრენით მესტიაში წაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. მწვერვალ თეთნულდთან სამაშველო ოპერაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ჩაატარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები