ცნობილ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-ჯერსის ქალაქ ფეირვიუს 24 წლის მკვიდრი ჰადი მატარი დაესხა თავს.
ამის შესახებ CNN-ი ნიუ-იორკის შტატის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა თავდასხმის მოტივის დასადგენად.
წინასწარი მონაცემებით, ჰადი მატარი მარტო მოქმედებდა.
ცნობისთვის, მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ.