LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ

131
Capture

მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში, სცენაზე თავს დაესხნენ. როგორც სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემა წერს, მწერალი ინსტიტუტში ლექციისთვის ემზადებოდა და პუბლიკის წინაშე წარადგენდნენ, როდესაც უცნობი პირი სცენაზე ავარდა და რუშდის დაესხა თავს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, როგორ მირბიან სცენისკენ ღონისძიების მონაწილეები ინციდენტის შემდეგ.

თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ 75 წლის მწერალმა სცენიდან გასვლა დარბაზში მყოფი პირების დახმარებით შეძლო და თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია. ამ დროისთვის რუშდის მდგომარეობა უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები