LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: „ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს.. თუ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მე ვიყრი კენჭს”

196
არესტოვიჩი და ზელენსკი

ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, არესტოვიჩი საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურასაც წარადგენს – ამის შესახებ არესტოვიჩმა დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისივე განმარტებით, თუ  ზელენსკი  საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ვიტყვი იმას, რაც არასდროს მითქვამს. ყველა საუბრობს ჩემს რეიტინგზე, თუმცა ჩემი რეიტინგი, პრეზიდენტის ახლანდელი რეიტინგია. მე ჩემს თავს პრეზიდენტისგან არ ვასხვავებ და მე არასდროს ვუცრუებ იმედს ადამიანებს, რომლებთანაც ვმუშაობ.

მე შეიძლება მათზე სხვადასხვა აზრი გამაჩნდეს, თუმცა მე არასდროს ამას არ გამოვიტან. ხომ გვაქვს ამის გამოცდილება?!

1.5 თვეა, რაც პრეზიდენტის ოფისიდან წამოვედი, ჩემგან, ერთი სიტყვაც არავის გაუგია. ამიტომ, სანამ პრეზიდენტი პრეზიდენტია, უმაღლესი მეთაური, ასევე საომარი მდგომარეობაა, ჯერჯერობით ამაზე საუბარი ჩემთვის არაკორექტულია.

მეორე – თუ ის,  ზელენსკი მეორე ვადით წავა, რა თქმა უნდა, მე მას “ხელს არ შევუშლი”, არავითარ შემთხვევაში, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. თუ არ წავა მეორე ვადით – მე წავალ და პრეზიდენტობის კანდიდატად ვიყრი კენჭს,” – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ უკრაინის პრეზიდენტობას მეორე ვადით არ აპირებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები