ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსების აეროდრომის აფეთქებას ეხმაურება და უკრაინელების მიერ განადგურებული სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალზე წერს:
„დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედერივკას ავიაბაზა „საკი“-ზე დაზუსტებულად განადგურებული ურდოს ავიაციის, ცოცხალი ძალის და შეიარაღების საწყობების სია ასე გამოიყურება:
60 მკვდარი და 100-ზე მეტი დაჭრილი რუსი მდრინავი და სამხედრო პერსონალი;
8 სუ-27
5 სუ -24
4 სუ-30მ
6 მი-8
1 ილ-20რტ
4 შეიარაღების საწყობი!
რა მშვენიერად იწვის ყირიმში რუსის ბიჩოკი; ვლადიმეროვიჩ! დილა გათენდა, ხიე ნოვიჩოკი!
მეორე დღეა უწყვეტ ნაკადად გარბიან ყირიმიდან რუსები, სულ მდუღარე ცრემლებით მოთქვამენ და გაიძახიან: დედულია, დროა დავახვიოთ აქედანო! გინდ დედულია იყოს და გინდ მამულია, რუსების საქმე ნაღდად წასულია!
გუშინ: კახოვკის ხიდი, ურდოს შტაბი და რკინიგზა შაითან-თრუბადან გამოშვებულმა ცეხლებმა შთანთქა! გუშინ: ურდოსების კიდევ ერთმა სუ-25 მა ინდ.ფრენის რეჟიმში მიიღო უკრაინელი მებრძოლის მიპატიჟება: აფრინდა და დააფრინდა მიწას კოლია ერთი ათასად!
რუსეთის ქალაქ ეისკში, ასევე კურსკის ოლქში და იწვოდა, და იწვოდა გუშინ ნამწვები და მათთან ერთად ნავთობ ბაზები, რკინიგზა და საწყობები!
„ყირიმზე დარტყმას უზარმაზარი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს.. ძალიან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ უკანასკნელ პერიოდში, უკრაინელები წარმატებით ესხმიან თავს ზურგში მყოფ მომარაგების ცენტრებს,“– განუცხადა „ფორტუნას“ ანდრო გოცირიძემ.
„რუსეთი საკუთარ ზურგში მშვიდად ვერ იქნება.. თუკი დადასტურდა, რომ ეს სარაკეტო კომპლექსი უკრაინამ საშტატო შეიარაღებად მიიღო, ეს ძალიან დიდ გარდატეხას მოახდენს“ – ანდრო გოცირიძე
მელიტოპოლი არ წააგებს სოც.შეჯიბრში დარჩათ რუსებს შტაბი მხოლოდ ფიქრში! ხალხო! 2014 წლიდან უტევს რუსეთის მითიური მსოფლიოში მეორე არმია პატარიკა დასახლება ავდეევკას! ვერაფერი გამოსდით! ვერც გამოუვათ!
ვერც ბახმუტს აკლებენ რამეს! ახლა პესკებშიც ბრიტანეთში მომზადებული სულ ახალთახალი შეიარაღებით აღჭურვილი ჩვენი ბიჭები დაჟუჟავენ ორკებს!
დონეცკის ოლქს ხო ვერ იღებენ და ვერასდროს აიღებენ და ლუჰანსკის ოლქის აღება რომ უპატაკეს პუტლერს, ავიღეთო, იმის ადმინ საზღვრებზე დღემდე ვერ გადიან! ვეღარც გავლენ!
არადა აღარ დარჩა დნრ/ლნრ-ს ფარშის მასალა – წაასხეს რუსებმა სრულად საზარბაზნე ხორცად! გაბრიყვებულან ცხინვალელი ოსებიც – 20 ბილეთი უჩუქებიათ ჩვენებს იოსიას კანცერტზე! არადა შანსი ჰქონდათ, ოდესმე ვაკარჩუკის და ქოლდ ფლეის კონცერტი ენახათ, მაგალითად ბრიუსელში! რათა ბუჯო, რათა?
დონეცკში „პივზაოდში“ გამოსულა გუშღამ მოსაწევად ორკი – საწყობები აგიზგიზდა, ამ დრომდე იწვის! ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა, რა მშვენიერია რა მშვენიერიას ღიღინით კიდევ 4 მლრს 270 გადასცა ჩვენებს (დასაბუგი ორკი კიდევ ბევრია), გერმანიამაც აუშნელა და კიდევ 4 ცალი გეპარდის თვითმავალი ჰაუბიცა უკვე წინა ხაზზეა!
რავი, თუ კიდევ ვინმე ვერ ხვდება, რა ხდება, რა მოქმედებაა, ვინ მოკლეს და ვინ მოს….პეს , მარგო სიმონიანს და ისტერიჩკა სალავიოვს ებარებოდეს! პრაშჩაი ნემიტაია რასია, სტრანა რაბოვ……
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“– წერს ალექსი პეტრიაშვილი.