2 წლის ბავშვმა მზეზე სხეულის 60%-იანი დამწვრობა მიიღო, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა.
ამის შესახებ „ფორტუნას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
„მშობლები ესტონეთის მოქალაქეები იყვნენ. შემთხვევა ბათუმში მოხდა. ბავშვი აუზთან ხანგრძლივად თამაშობდა და საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიიღო. კლინიკიდან დაახლოებით სამი კვირის წინ გაეწერა. დაახლოებით ერთი კვირა დაჰყო რეანიმაციაში“. – ამბობს გუგა ქაშიბაძე „ფორტუნასთან“.
გუგა ქაშიბაძე მშობლებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, წელს ბავშვების მზით დამწვრობის მაჩვენებელი მომატებულია.
ამავე თემაზე: