LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ჩინეთში ახალი ვირუსით 35 ადამიანი დაინფიცირდა

251
Untitled design (1)

ახალი უცნობი ვირუსით აღმოსავლეთ ჩინეთში რამდენიმე ათეული ადამიანი დაინფიცირდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ვირუსს, რომელიც ცხოველური წარმოშობისაა, მეცნიერები აქტიურად ადევნებენ თვალყურს.

ვირუსი, რომელსაც „ლანგიას“ უწოდებენ, 35 პაციენტში, შანდონგისა და ჰენანის პროვინციებში აღმოაჩინეს.

ინფიცირებულებიდან ბევრს ჰქონდა სიმპტომები – ცხელება, დაღლილობა და ხველა.

ვარაუდობენ, რომ მათ ვირუსი ცხოველებისგან გადაედოთ. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

მკვლევრებმა ვირუსი მწერიჭამიების რიგის ცხოველებში აღმოაჩინეს, მათ ბიგასებრნს უწოდებენ, რომლებიც ყველაზე პატარა ძუძუმწოვრებს განეკუთვნებიან”, – წერს BBC.

 

 

სინგაპურის სამედიცინო სკოლის ერთ-ერთი მკვლევარი ამბობს, რომ გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები ჯერჯერობით არ ყოფილა საბედისწერო ან ძალიან სერიოზული და რომ პანიკა საჭირო არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ საჭიროა სიფრთხილე, რადგან ბუნებაში არსებულ ბევრ ვირუსს აქვს არაპროგნოზირებადი შედეგები, როდესაც ადამიანების ინფიცირებას იწვევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები