LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Wizz Air-ის თვითმფრინავი სიცილიაში დაშვებისას დაზიანდა

341
11-2

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის Airbus A321neo-ს ცხვირის კონუსი, კატანიას აეროპორტში, სიცილიაში დაშვებისას, დაზიანდა. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თვითმფრინავის დაშვებისას, მეტეოროლოგიური ვითარება გართულდა, ჭექა-ქუხილს სეტყვაც დაერთო.

„ინციდენტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა დანიშნულების აეროპორტში და დათვალიერებისას თვითმფრინავის კორპუსზე გარკვეული დაზიანებები გამოვლინდა“, – წერს „ავიანიუსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები