LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიხლაძე: გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია.. “ოცნებისთვის” კიდევ 2 წლის ვადა საქართველოს სრულ რუსიფიკაციას ნიშნავს

59
სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზა რიგგარეშე არჩევნებია.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდისთვის კიდევ ორი წლის ვადა და ხელისუფლების სათავეში ყოფნა საქართველოს სრულ რუსიფიკაციას ნიშნავს.

“ქართული ოცნების” სამუშაო ჯგუფებიდან არაფერი გამოვა, რადგან ეს ფასადური ჯგუფებია, რომელიც რეალურად არ არის მიმართული რაიმეს შესრულებისკენ.

მოვისმინეთ “ქართული ოცნებისგან”, რომ 19 აპრილის შეთანხმებით მიღებული კანონმდებლობაც კი გადაიხედება და უკან იქნება წაღებული საარჩევნო კომისიის არჩევის წესი. ამიტომ “ქართულ ოცნებასთან” ასეთ პირობებში ვერანაირი თანამშრომლობა ვერ შედგება.

მთავარია, რომ ჩვენი მხრიდან, არასამთავრობო სექტორის მხრიდან ყველა მიმართულებით ძირეული პაკეტები იქნება შემუშავებული, ხოლო მათი აღსრულება მოხდება მას შემდეგ, როგორც კი “ქართული ოცნების” ხელისუფლება შეიცვლება. მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულდება. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, თუმცა, მე პირადად ვფიქრობ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი, რადგან კიდევ ორი წლის ვადა “ქართული ოცნებისთვის”, ეს ნიშნავს საქართველოს სრულ რუსიფიკაციას”, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები