LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი: პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ FBI ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა და მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო

378
President Donald Trump listens during a coronavirus task force briefing at the White House, Sunday, April 5, 2020, in Washington. (AP Photo/Patrick Semansky)

პრეზიდენტმა ბაიდენმა არ იცოდა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკის ჩატარებას აპირებდა. აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლში განაცხადეს.

მათივე ცნობით, ბაიდენმა მომხდარის შესახებ მედიასაშუალებებიდან შეიტყო.

შეგახსენებთ, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პალმ ბიჩის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები პალმ ბიჩზე მდებარე მის სახლში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.

„ჩემი ლამაზი სახლი დარბეულია“ – FBI-მ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკა ჩაატარა

ნენსი პელოსი დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩხრეკაზე – არავინ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის ექსპრეზიდენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები