LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე და ჩემი შვილები ჩემი დასვენების დღეებს ვატარებთ ერთად და გიგზავნით უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას: თათია შარანგია

605
298401588_1099157934034118_6695867629911298896_n (2)

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

როგორც ის წერს, მისი საავტორო გადაცემა “სთორი” მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა.

“მინდა თითოეულ ადამიანს გითხრათ მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისთვის, უპირობო სიყვარულისთვის. შეუფასებელია ის სითბო, რასაც ვგრძნობ თქვენგან. არც კი ვიცი რითი დავიმსახურე ეს! მადლობა არ დამელევა, მინდა მუდამ თქვენს გვერდით ვიყო ჩემი საქმით, ჩემი სიყვარულით და ჩემი სიმართლით თქვენს მიმართ.

ახლა ვისვენებ, რომ განახლებული ენერგიით შეგხვდეთ სექტემბერში, “სთორი”ს ახალი სეზონით. საინტერესო სტუმრებით და ახალი გულწრფელი ცხოვრებისეული ისტორიებით.

მე და ჩემი შვილები ჩემი დასვენების დღეებს ვატარებთ ერთად და გიგზავნით უდიდეს სიყვარულს და პატივისცემას.

იყავით მუდამ ჩემს ცხოვრებაში და მიგულეთ ყველგან და ყოველთვის თქვენს გვერდით”, – წერს თათია შარანგია ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები