LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვგეგმავდით, ბავშვი მოგვენათლა, ჯვარი დაგვეწერა, თუმცა არ დაგვცალდა… 6-ში ვესაუბრე ბოლოს, ბოლო საუბარი შუაზე გაგვიწყდა…ბოლო სიტყვები ვერ ვათქმევინე – შმაგი სოფრომაძის მეუღლე

163
შმაგი სოფრომაძის ცოლი

2008 წლის აგვისტოს ომში, გმირულად დაღუპული შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში მისი ქმრის შესახებ საუბრობს და ჰყვება, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მანამ სანამ 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყებოდა.

„ჩემს მეუღლეს ჰქონდა 2-კვირიანი შვებულება. ვგეგმავდით, რომ როდესაც თბილისში დავბრუნდებოდით ბავშვი მოგვენათლა, ხელი მოგვეწერა და ჯვარი დაგვეწერა. დიდი გეგმები გვქონდა სექტემბრისთვის… თუმცა არ დაგვცალდა. 5 აგვისტოს ჩავედით ჩემი მეუღლის სოფელში, მეორე დღეს გამოიძახეს ომში. განგაში გამოცხადდა, გამთენიისას მოაკითხეს მეგობრებმა და მანქანით წაიყვანეს. იმ დროს ჩავთვალე, რომ სასწავლო განგაში იყო, რადგან ხშირად დადიოდა ხოლმე და ჩემთვის ეს რამე ტრაგედიას არ უკავშირდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საშინელი ომი იწყებოდა.

როცა გავაცნობიერე, რომ ომი დაიწყო, იმედი მქონდა, რომ შმაგის გამოცდილება დაეხმარებოდა.

მე თვითონ სამაჩაბლოდან ვარ წარმოშობით, სოფელი ნულიდან და იქ რომ ჩავდიოდით ხოლმე შმაგი ამბობდა დრო მოვა ამ მიწისთვის ვიბრძოლებ და თავს გავწირავო. ეს სიტყვები გამუდმებით ჩამესმის, როცა შმაგიზე ვსაუბრობ. როდესაც ეს თქვა იმწუთას გავიფიქრე, ღმერთო ნეტა ეგ დღე არ დადგეს-მეთქი, რომ ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით.

6 აგვისტოს ვესაუბრე ბოლოს… ბოლო საუბარი შუაზე გაგვიწყდა, რადგან ჩემი პატარა ბავშვი წაბარბაცდა და გავუთიშე, ცოტა ხანში დაგირეკავ მეთქი… ვეღარც ვისაუბრეთ ამის მერე. გულში სულ მაქვს, რომ ბოლო სიტყვები ვერ ვათქმევინე“,- აცხადებს თეა ტაბატაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები