LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის განკარგულებით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა

87
ლევან-დავითაშვილი

მთავრობის განკარგულებით, 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ფართები დაუკანონდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დევნილებს ფართები გადაეცათ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

„ჯამში გადაეცა, როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მთლიანობაში, 1 375 დევნილი ოჯახი გვყავს, რომელსაც 11 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, საკუთრება დაუკანონდათ. ასევე გვყავს 83 დევნილი ოჯახი, რამდენიმე ასეული დევნილი, რომელსაც ასევე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე ფართები დაუკანონდა. შესაბამისად, ისინი ამ ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ“, – განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები