LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ალყაში მოქცეული პორტების დატოვების ნებართვა კიდევ 6 გემს მიეცა

99
62efa3d213109

უკრაინის შავი ზღვის პორტები დღეს მარცვლეულის გადამზიდავმა კიდევ ორმა გემმა დატოვა, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ცნობით, გემ „საკურას“, რომელიც იუჟნიდან გაემგზავრა, იტალიაში 11 000 ტონა სოიო გადააქვს, ხოლო „არიზონას“, რომელიც ჩერნომორსკიდან გავიდა, სამხრეთ თურქეთში 48 458 ტონა მარცვლეული გადააქვს.

ცნობისთვის, გუშინ დადასტურდა, რომ უკრაინის ალყაში მოქცეული პორტების დატოვების ნებართვა, სასოფლო-სამეურნეო ტვირთების გადამზიდავ, კიდევ ექვს გემს მიეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები