LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია

265
262039823_0_0_3068_1727_1920x0_80_0_0_13ec1c1b78c3e9e1a944a9e7ae4c1d03

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.

შემთხვევა კარალეთი-გორის მონაკვეთზე მოხდა, ერთმანეთს BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახა.

ავარიის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი – ახალგაზრდა ქალი და მისი ორი შვილი დაშავდა.

დაშავებულებს სახისა და კიდურების არეში ეკსკორაციები და დაჟეჟილობა აღენიშნებათ, სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები