LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არცერთი ნორმალური ადამიანისთვის მსგავსი პათოსი მისაღები არ იქნება: ბაჩო დოლიძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე

312
Capture

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ რუსი ტურისტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„არცერთი ნორმალური ადამიანისთვის მსგავსი პათოსი მისაღები არ იქნება, მაგრამ მე დავინახე უფრო ემოციური პოსტი ადამიანის, რომელმაც თავისი თვალით ნახა თუნდაც ბუჩაში ძალიან ბევრი დაღუპული ბავშვი და მოხუცი, ხელებშეკრული. რა თქმა უნდა, ალბათ, ეს უფრო ამ ემოციით იყო განპირობებული“, – აცხადებს ბაჩო დოლიძე.

შეგახსენებთ,თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები