კანადა უკრაინაში 225 სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა განაცხადა.
„ჩვენ შევედით კონფლიქტის ახალ და ძალიან სახიფათო ფაზაში, როდესაც რუსეთი ცდილობს გრძელვადიანი ზიანი მიაყენოს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ამიტომ, ჩვენ დავუბრუნდებით უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების მასშტაბურ პროგრამას“, – აღნიშნა ანანდმა.