LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბიჭმა ააღებინა 15 ათასიანი სესხი ბანკიდან და აღარ იხდის, გოგო წერდა სუიციდზე მეფიქრებაო… გთხოვთ, არ გაბრიყვდეთ, ვეღარ ავუდივათ მომართვიანობას…” – ბაია პატარაია ქალებს აფრთხილებს

442
ბაია პატარაია

არასამთავრობო ორგანიზაციის “საფარი” დამფუძნებელი ბაია პატარაია ეძებს გოგონას, რომელსაც სუიციდზე ეფიქრება. როგორც უფლებადამცველი წერს, მას ბიჭმა 15 ათას ლარიანი სესხი ააღებინა და აღარ იხდის.

ბაია პატარაია ქალებს აფრთხილებს, რომ კაცების ნაცვლად არ აიღონ ვალები, რადგან ეკონომიკური ძალადობის ფაქტები მოხშირდა.

“რომელიღაც ქალთა ჯგუფში წავაწყდი პოსტს, გოგო წერდა, ვიღაც ბიჭი გავიცანიო, დილა-საღამოს სულ მაგის მესიჯები მხვდებოდაო, ესაო, ისაო და მოკლედ, ამ ბიჭმა ააღებინა 15k სესხი ბანკიდან და აღარ იხდის. გოგო წერდა სუიციდზე მეფიქრებაო. ხოდა სანამ მე საფარი/Sapari იურისტებთან მოვითათბირე, პოსტი დამეკარგა და ვეღარ ვპოულობ.
მოკლედ, ქალებო, ვისაც გეცნოთ ეს ამბავი, იქ მომთაგეთ. დავეხმარებით როგორმე. ეკონომიკური ძალადობის კლასიკური მაგალითია. მართალია, ჯერ კრიმინალიზებული არ არის ეკონომიკური ძალადობა, მაგრამ მაინც ვიღებთ საქმეებს, რომ პრაქტიკა შევქმნათ.

გოგოებო, ქალებო, გთხოვთ, არ გაბრიყვდეთ და არ აიღოთ ვალები კაცების ნაცვლად. ძალიან ბევრი თაღლითი და დაზარალებულია უკვე, ზოგი კაცი საერთოდ ამით ცხოვრობს, მთელ ჯაჭვს ვპოულობთ ხოლმე ერთს თუ გავყვებით. და ვინც ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები ხართ, მოგვმართეთ. კი ვეღარ ავუდივათ მომართვიანობას და არ გვყოფნის ისედაც იურისტები, მაგრამ ამ მიმართულებას პატრონი არ ჰყავს და უნდა რამე ვქნათ”, – წერს პატარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები