ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი მძიმედ დაშავდა.
მცირეწლოვანი ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.