LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.. ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის“ – ნიკა ქავთარაძე

4169
BeFunky-collage

შოუმენი ნიკა ქავთარაძე მომღერალ მამუკა ონაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და წერს, რომ მისმა გარდაცვალებამ დააფიქრა იმაზე, თუ როგორი რთულია არტისტებისთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება.

“მამუკა ონაშვილის გასვენებაა.

ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი.

ძალიან მეწყინა და მეტკინა

გუშინ პანაშვიდზე ვიყავი.

და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი.

ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში.

არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის – ნიჭი, ხმა, ქარიზმა.

მაგრამ ეს ხომ საქართველოა.

ხოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა.

მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს.

ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც ტეხავს, თან ძალიან.

ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!”, – წერს ნიკა ქავთარაძე.

მამუკა ონაშვილი ავარიას ემსხვერპლა, მომღერალი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა. მას დღეს, 4 აგვისტოს დაკრძალავენ.

„არ ვიცი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელოთ.. ჩემი “თუთუშები” – მამუკა ონაშვილს დისშვილი ემოციური პოსტით ემშვიდობება

“თითქოს სიმბოლური გამოვიდა, რამდენიმე მეტრით არიან ერთმანეთისგან დაშორებული სამუდამო ნავსაყუდელში” – ვის გვერდით დაკრძალავენ მამუკა ონაშვილს?

ვიდეო: “ეს ვიდეო ბოლო შეხვედრა ყოფილა ჩემს ფუმფულა მამუკასთან” – ვახო ბიჭიკაშვილი მამუკა ონაშვილის ვიდეოს აქვეყნებს

ნუგზარ ერგემლიძე: „მამუკა ღირსი იყო, რომ უფრო მშვიდად და გააზრებულად წასულიყო ამქვეყნიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები