ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. ის წერს, რომ მისი უფროსი და გარდაიცვალა.
“ნინო ჩემი და. ის ჩემზე ათი წლით იყო უფროსი და ჩემზე მშობიარობაში ბებიაქალს ეხმარებოდა. შემდგომ კაბის კალთაზე ვიყავი გამოკერებული. ბავშვობის საუკეთესო მოგონებები მასთანაა ასოცირებული. მევალებოდა მეკონტროლებინა, რათა არავინ შეჰყვარებოდა. თუ ნაყინს მიყიდიდა აღარ ვეუბნებოდი სახლში მის მორიგ რომელიმე თაყვანისმცემელზე არაფერს.
დღეს შეწყდა მისი გულისცემა. განგებამ ისე ინება, რომ ამ ქვეყნად მოსვლისას ის დამხვდა პირველი ხოლო იმ ქვეყანაში მე ვაცილებ. უფალმა კარგად და ბედნიერად უმყოფოს ყველას დედ-მამის შვილები. წინასწარ უდიდეს მადლობას გიხდით ყველას თანაგრძნობისათვის”, – წერს შალვა ნათელაშვილი.