LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს

90
თეთრისახლიი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს, რომ ტაივანში ამერიკელი მაღალი რანგის პოლიტიკოსის ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ან კონფლიქტის მიზეზი გახდეს, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯონ კიბრიმ გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსს უფლება ჰქონდა, ტაივანში ვიზიტით ჩასულიყო. როგორც კიბრიმ აღნიშნა, ეს ვიზიტი არ არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტს და ამერიკის ხანგრძლივი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს.

„არ გვსურს, რომ ეს რაიმე სახის კრიზისში ან კონფლიქტში გადაიზარდოს. ამის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა კიბრიმ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები