ტაივანში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ პელოსის “ვიზიტის ბუნება უკიდურესად მანკიერია, „შედეგი ძალიან მძიმეა” და „ჩინური მხარე გულხელდაკრეფილი არ იქნება“.
ჩინეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ აშშ-ს მთავრობას უნდა შეეკავებინა პელოსის არაკეთილსინდისიერი ნაბიჯი და ხელი შეეშალა მისთვის „ისტორიული ტენდენციის წინააღმდეგ წასვლისგან“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შიეი ფანის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი შეცდომისთვის ფასი უნდა გადაიხადოს.
„ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ“, – დასძინა შიეი ფანმა.