LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკი მარტინი ხმაურიანი ქორწილის გადახდას გეგმავს

304

6 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რიკი მარტინი წითელ ხალიჩაზე მეგობარ ბიჭთან ერთად გამოჩნდა. მომღერლის რჩეული სირიელი მხატვარი ჯვან იოზეფია. დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი ურთიერთობის დაკანონებას გეგმავენ. თავდაპირველად მათ არ სურდათ გრანდიოზული ქორწილი, თუმცა ამჟამად ცნობილი ხდება, რომ წყვილი ხმაურიანი ღონისძიების გადახდას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ რიკი მარტინისა და ჯვან იოზეფის რომანი 2016 წლის იანვრიდან დაიწყო. აქამდე 4 წლის განმავლობაში ის კარლოს გონსალეს აბელს ხვდებოდა, რომელსაც 2014 წელს დაშორდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები