“ეს ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა, – ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში.
ჩინეთის გაფრთხილების მიუხედავად, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა
„ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დაცვისთვის, ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ. ამ ვიზიტის ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკულ მხარეს და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს“, – აცხადებენ უწყებაში.