ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.
ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თვითმფრინავი, რომელშიც ნენსი პელოსი იმყოფება, რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.
ცნობისთვის, პეკინმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.
პელოსი კი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.