ქუთაისიდან პარიზის პირდაპირი ავიარეისი ბრუნდება. ავიამიმოსვლა ქალაქებს შორის 4 აგვისტოდან განახლდება. თავდაპირველად, რეისი კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა. ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან უკვე 1- ლი აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით სრულდება.
ცნობისთვის, 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.