LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ტყის ველური ტურიზმი ვითარდება – „ასეთი პროდუქტებით იტალიელები, ფრანგები, ამერიკელები და ავსტრალიელები ინტერესდებიან“

131
parki

საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტი, ტყის ველური ტურიზმი იქმნება. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან” ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი გუჯარაიძემ ისაუბრა. მისი თქმით, წელს რამდენიმე საცდელი ტურის ჩატარება იგეგმება. მომავალი წლიდან კი ტყის ველური ტურიზმის მიმართულება სრულყოფილად გააქტიურდება.

“აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეს მიმართულება დამოკიდებულია სეზონზე, რადგან ტყეში არსებული პროდუქტებიც სეზონურია. იქნება ეს კენკრა, სოკო, სამკურნალო მცენარეები, თუ სხვა. ვიზიტორებს, რომლებიც დაინტერესდებიან ველური ბუნებითა და ტყით, უნდა შევთავაზოთ სეზონური ტურები. ამ ტურში ისინი არა მარტო მოიპოვებენ ტყის პროდუქტებს და გაეცნობიან მათ, არამედ შემდეგ დააგემოვნებენ. ეს იქნება ტურისტული ქსელის ჯაჭვური კავშირი”,- განაცხადა გიორგი გუჯარაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“.

მისივე თქმით, ტურები რეგიონების მიხედვით დაიყოფა, სამიზნე ბაზარი კი ძირითადად ევროკავშირი იქნება. „ასეთი პროდუქტებით ძირითადად იტალიელები, ფრანგები, ამერიკელები და ავსტრალიელები ინტერესდებიან. ამ ქვეყნებში არსებობს კიდეც მსგავსი პრაქტიკა”,- დასძინა „ბიზნესპარტნიორთან” ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები