LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის პატრიარქმა ილია II ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენია – რა წერია სამძიმრის წერილში

164
Untitled design (3)

რუსეთის პატრიარქი საქართველოს პატრიარქს სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.

გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში პატრიარქი კირილი ილია მეორეს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად არ მოიხსენიებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, “მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილიმ სამძიმარი გამოთქვა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

თავად სამძიმრის წერილში კი წერია:

“უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს – თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესო, საყვარელო ძმაო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი სამძიმარი ეპისკოპოს დამიანეს ტრაგიკული გარდაცვალების გამო”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო: ირაკლი ღარიბაშვილი