LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ხატიაშვილი ქალიშვილზე: „2-3 წლის წინ რაღაცები მოხდა… დავეშვი მიწაზე და მივხვდი, რომ არაფერს უნდა დაუთმო უფრო მეტი დრო, ვიდრე შვილთან ურთიერთობას…

949
ქეთი მთავარზე

ტელესახე და ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი „საღამოს პოსტს“ პირად თემებზე სასაუბროდ ეწვია.

ქეთის ქალიშვილი ჰყავს, რომელიც 11 წლისაა: „ხასიათით ისეთი ბავშვი იყო, რომ ძალიან საინტერესო იყო ყოველთვის ურთიერთობა. არის ჯიუტი, მაგრამ მინდა, ეს ხასიათი კარგად გამოიყენოს. იმ პერიოდში ვართ ახლა, გადაღებები არ უყვარს, როცა ვეუბნები, „ სთორის“ გადავიღებ-მეთქი, მანახეო, მთხოვს, არ გადაიღო, როგორ გამოვიყურებიო. მასთან ურთიერთობის დრო მაქვს საღამოს, დილას, ახლა უკვე ზარით, რადგან დედაჩემთან ერთად ისვენებს.

2-3 წლის წინ, როცა ძალიან გადავარდნილი ვიყავი სამსახურში, დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები მეხმარებოდნენ ანასტასიას წაყვანა-მოყვანაში, რაღაც-რაღაცები მოხდა. ანასტასიას გადასარევი ფსიქოლოგი ჰყავდა. ისიც დამეხმარა. დავეშვი მიწაზე და მივხვდი, რომ არაფერს უნდა დაუთმო უფრო მეტი დრო, ვიდრე ურთიერთობას შვილთან და ოჯახის წევრებთან. ბოლოს ეს რჩება, ურთიერთობები. როგორი დღეც უნდა იყოს, ცუდ ხასიათზე ვარ თუ კარგზე, ვცდილობ, ვესაუბრო, თუნდაც სისულელეზე…“

„ბრჭყვიალა და თბილი გოგო“ – ქეთი ხატიაშვილი მეუღლესთან ერთად ბათუმში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო

ქეთი ხატიაშვილი: „სიყვარული აძლიერებს ადამიანს. როცა გიყვარს, ერთი ადამიანი აღარ ხარ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები