ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „ალ ქაიდას“ ლიდერი აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს. BBC-ის ინფორმაციით, ის აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
აიმან ალ ზავაჰირი „ალ ქაიდას“ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა.