LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: 6 თვეში რუსეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია, ნაშთი, შეიძლება 1 პროცენტიც არ იყოს

119
ირაკლი კობახიძე

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი იზრდება, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ეხმიანება.

შსს: ივნისის თვეში საქართველოში რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ძალიან ბევრი რუსი შემოდის და შესაძლებელია, რუსეთის მოქალაქეები მოსახლეობის 10%-ს შეადგენდნენ, კობახიძე პასუხობს:

“რამდენია ძალიან ბევრი? აბა, მითხარი. ახლა გაჩვენეთ, რა დონის ტყუილებს ავრცელებს თქვენი ტელევიზია. თქვეს, რომ 10% არიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში. მთლიანად რომ ავიღოთ შემოსვლის მაჩვენებელი ამ 6 თვის განმავლობაში, იქ ხომ მერე გადიან და რჩები რაღაცა ამის მეათედი.

6 თვის შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, სულ მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია და ნაშთი რომ აიღოთ, შეიძლება, 1 პროცენტიც არის იყოს, თქვენ ამბობთ 10 %-ს. ასე იქმნება მარტივად “ფეიკი”, ეს არის ტყუილი, რომელსაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს”, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ივნისის თვეში, საქართველოს საზღვარი რუსეთი 135 457-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 30 783 ადამიანი იყო.

მაჩვენებელი 340 პროცენტით არის გაზრდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები