LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი შეგრძნებაა..“- გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 59 ქულა აიღო

4515
Untitled design (3)

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. 

საბა მახარაძე ერთ-ერთი აბიტურიენტია, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი შეფასება, 60 ქულიდან 59 აიღო.

საბა მახარაძე ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მას სწავლის გაგრძელება თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით სურს.

“ფორტუნასთან” საუბარში საბა სხვა აბიტურიენტებსაც წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებს, რომ სხვა საგნებშიც კარგ ქულებს მიიღებს:

“რა თქმა უნდა, საკმაოდ კარგი შეგრძნებაა, იმედია, დანარჩენ საგნებშიც კარგ ქულებს მივიღებ.

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებზე მსურს ჩაბარება.

ყველა აბიტურიენტს წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს საბა მახარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები