20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო, რითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.