LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონკურსო კომისიამ პრეზიდენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარუდგინა – ვინ შედის სიაში?

123
ცესკოზურაბიშვილი

საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ სამი პირი: რევაზ ეგაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.

რაც შეეხება ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, მასზე პრეზიდენტს საკონკურსო კომისიამ 5 პირი: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე, გია ცაცაშვილი და რუსუდან ქურდიანი წარუდგინა.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს ორი წევრს უფლებამოსილების 6-თვიანი ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ეწურებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები