ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, რატი ჩაჩანიძის ადვოკატის, შოთა მანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება ხულიგნობის მუხლით აქვს წაყენებული.
მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბის დროს მხოლოდ გაშველებით შემოიფარგლებოდა და „ისეთი სიბნელე იყო, რომ ვერავის ხედავდა“.
„ბავშვები მარტო არ ყოფილან, მეც იქ ვიყავი“ – ახალი დეტალები ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაზე
„ბავშვი დააკავეს გუშინ, შუა ღამისას, ხულიგნობის მუხლით, არამხოლოდ ის, არაერთი ბავშვი დააკავეს ამავე კვალიფიკაციით. აბრალებენ, თითქოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფში მონაწილეობდა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცის ჩხუბი რაზე დაიწყო.
ბავშვების ასაკობრივი სხვაობა ორი-სამი წელი იყო, 17-დან 20 წლამდე მერყეობს. ბავშვი ამბობს ჩხუბისას მხოლოდ გაშველებით შემოვიფარგლებოდი და ისეთი სიბნელე იყო, ვერც ვხედავდი ვის ვაშველებდიო, მაგრამ აბრალებენ დამრტყმელი ძალა იყავი ვიღაცის წინააღმდეგო. არ ვიცი ვისთან მეგობრობს, როგორც ვიცი არაბულმა დაპატიჟა დაბადების დღეზე, როგორც მეგობარი“, – აღნიშნა შოთა მანელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში გუშინ, 28 ივლისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
ცნობილი ექიმის შვილია – ვინ არის ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე მოკლული ახალგაზრდა?
ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე 7 პირი დააკავეს