LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა გადაწყვიტა, რომ focus-ის და Fiesta-ს შეკვეთები აღარ მიიღოს

35
Capture

Ford Motor ორ მთავარ მოდელზე – focus-სა და Fiesta-ზე შეკვეთებს აღარ იღებს. მწარმოებელი მიკრო ჩიპების დეფიციტის გამო კვლავ რთულ მდგომარეობაშია და ავტომობილების კლიენტებისთვის დროულად მიწოდებას ვერ ახერხებს. პრობლემამ მომლოდინეთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია და Ford-იც იძულებულია გაყიდვები შეაჩეროს მანამ, სანამ სიტუაცია მცირედით მაინც არ გამოსწორდება.

კომპანიამ პაუზა უკვე არსებული შეკვეთების შესასრულებლად აიღო. როგორც ქარხანაში აცხადებენ, წლის ბოლომდე ძალიან ბევრი სამუშაო აქვთ და ახალი მანქანების გამოშვებას მომავალი წლის გაზაფხულამდე ვერანაირად ვერ შეძლებენ.

არასაკმარისი დეტალების გამო Ford მხოლოდ 117 ათას Focus-ს ააწყობს, რაც დაგეგმილზე 78 ათასით ნაკლებია. 2023 წლის გეგმას კომპანია ჯერჯერობით არ აკორექტირებს და ისევ 143 ათასი ეგზემპლარის დონეზე ტოვებს. სინამდვილეში კი რეალური შედეგი გაგრძელებულ კრიზისა და მსოფლიო ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები