აფგან მუხთარლი მისი გატაცების საქმეზე სოსო გოგაშვილის გამოკითხვას ითხოვს.
ამის შესახებ მუხთარლი სოციალურ ქსელში წერს.
სოსო გოგაშვილი: აფგან მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, კადრები ე.წ ოტომ წაშალა
“დღეს სოსო გოგაშვილმა ადვოკატების მეშვეობით განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ივანიშვილის დავალებით უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დავალებების დეპარტამენტმა გამიტაცა და კამერის კადრები წაშალა. სოსო გოგაშვილმა, როგორც უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოადგილემ, ჩემი გატაცების ყველა დეტალი იცის. ჩვენ მის პროკურატურაში დაკითხვას მოვითხოვთ”. – განაცხადა აფგან მუხთარლიმ.