ლიეტუვური ავიაკომპანია GetJet Airlines მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საქართველოს მიმართულებით ფრენებს აახლებს. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ავიაკომპანია ვილნიუსი-ბათუმი-ტალინის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 15 აგვისტოდან შეუდგება და ფრენებს 29 სექტემბრამდე განახორციელებს.
„ავიანიუსის“ ცნობითვე, GetJet Airlines საქართველოს ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა და ვილნიუსს და ბათუმს შორის რამდენიმე ჩარტერული რეისი შეასრულა.