34 წლის რიანა მშობიარობის შემდეგ საქმროსთან ერთად საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის და A$AP Rocky ნიუ-იორკში, რესტორანში სავახშმოდ მიმავალნი გადაიღეს. ბარბადოსელი ლამაზმანი შვილის გაჩენის შემდეგ კიდევ უფრო გალამაზებულია.
არტისტს მბზინავი კორსეტი და ტყავის მოსასხამი ამშვენებდა, ფეხზე კი კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა. ამ დრომდე უცნობი რჩება წყვილის პირველი შვილის სახელი, რიანას ვაჟის ფოტო სოციალური ქსელის მეშვეობით ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.