LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იყო მცდელობა, რომ სრული საქმე გასაიდუმლოებულიყო“ – ადვოკატის ცნობით, სოსო გოგაშვილს დნმ-ის ნიმუშები აუღეს

286
სოსო გოგაშვილი და ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა უწყების ყოფილ მაღალჩინოსანს და პატიმრობაში მყოფ სოსო გოგაშვილს დნმ-ის ნიმუშები აუღეს. პროცესს დაკავებულის ადვოკატებიც ესწრებოდნენ.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იოსებ გოგაშვილთან, გამომძიებლებთან და ექსპერტებთან ერთად, კონკრეტული საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

„მნიშვნელოვანი გარემოებები ექსპერტებისა და გამომძიებლის მხრიდან გაჟღერებული არ ყოფილა, უბრალოდ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებების ჩატარების მიზნით ვიყავით მხოლოდ შესულები…

რა თქმა უნდა, იყო მცდელობა, რომ სრული საქმე გასაიდუმლოებულიყო. როგორც ჩანს, არის შესაბამისი გადაწყვეტილება გამოტანილი სრული მასალების გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით.“– განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, სუსის ყოფილი მაღალჩინოსი, სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ იარაღი, რომელიც მისი სახლიდან ამოიღეს, ჩაუდეს.

„მიწაზე ვართ გართხმული.. ვგრძნობ რკინის შეხებას, უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკი ვარ, ვიცი რასაც აკეთებენ“ – გოგაშვილი ამბობს, რომ მის სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, ღამბაშიძემ ჩადო

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა – გამოძიება 3 მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე: 

გოგაშვილის დაკავებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – რას პასუხობენ ბრალდებებს სუს-ში

“აი, მეც გამოვჩნდი, მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ, ხომ იცით” – სოსო გოგაშვილის გზავნილი ციხიდან

“ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი, მქონდა სამი არჩევანი…” – სოსო გოგაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები