თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში 27 ივლისს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 00:00სთ-დან 03:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00სთ-დან 06:00სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება.
“საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე”, – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.