აშშ-ში, კალიფორნიის ნაწილში უმსხვილესი აქტიური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამის შესახებ BBC წერს.
ხანძარი, რომელსაც ოაკი დაარქვეს, იოსმიტის ეროვნულ პარკთან მძვინვარებს.
ევაკუირებულია 6 ათასზე მეტი ადამიანი, უკვე განადგურდა 10 სახლი.
ცეცხლს 400-მდე მეხანძრე და 4 ვერტმფრენი ებრძვის.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ხანძართან ბრძოლა, სავარაუდოდ, მომავალ კვირასაც გაგრძელდება.